საქართველოში გამძვინვარებული ტირანული მთავრობის და ბოლო წლებში გაძლიერებული ჰომოფობიის გამო უმრავი LGBTQ ადამინი გაიქცა ქვეყნიდან და თავი შეაფარა აშშ-ს. აქედან გამომდინარე გაჩნდა მოთხოვნილება, რომ უფრო ძლიერ ვფოკუსირდეთ ამერიკაში მყოფი ქართველების დახმარებასა და ინფორმაციულ მხარდაჭერაზე.
ამ განყოფილებაში გამოქვეყნდება სასარგებლო რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ მყარად მოიდგათ ფეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იოლად გაიაროთ ასიმილაცია და მიიღოთ ყველა ის სასიკეთო სერვისი, რომელსაც ეს დიადი ქვეყანა გვთავაზობს.
ნიუ-იორკის შტატი LGBTQ+ ემიგრანტებს გვთავაზობს უფასო დაზღვევას, საუკეთესო სადაზღვევო პირობებით, უფასო მობილურ ტელეფონებს, პლანშეტებს და მობილურ კავშირს, პრეპის და სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრევენციის პროგრამებს. ყველაფერი უფასოდ და ეს მხოლოდ მცირეოდენი ჩამონათვალია, რა სარგებლებიც შეგიძლიათ მიიღოთ ნიუ-იორკში ჩამოსვლისას. აქ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ ამ დიდებული ქვეყნის სრულფასოვან, წარმატებულ წევრად!
გეიბათუმის რეორგანიზაცია საჩუქარია ყველა ქართველი LGBTQ ადამიანისთვის, პრაიდის თვის აღსანიშნავად. 2024 წლის ივნისში ჩვენი 20 წლიანი პროექტი განახლებული იდეებით გაეშვა ინტერნეტში.
ხშირად შემოგვიარეთ, აქ ძალიან ბევრი სასარგებლი რჩევა და სიახლე დაიდება.
+ There are no comments
Add yours